19 მაისი 2022,   07:12
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, სახელმწიფოების ნაწილი კი ახალ შეზღუდვებს აწესებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. დღეიდან ამერიკულ-გერმანული კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინით სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს აცრიან.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ახალ შეზღუდვებს აწესებს სახელმწიფოების ნაწილი. აზერბაიჯანში დღეიდან 18 იანვრამდე კარანტინი ცხადდება. დაიხურება სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი, ჩაიკეტება ქალაქები; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შაბათ-კვირას შეჩერდება.

16 დეკემბრიდან ნაწილობრივ კარანტინზე გადადის გერმანია. იხურება სკოლები, სავაჭრო ობიექტები და სალონები. აიკრძალება საახალწლო ღონისძიებების ჩატარება, ფოიერვერკების გაყიდვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება. კომენდანტის საათი გახანგრძლივდება ბავარიის რეგიონში.

დღის ამბები