25 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში 4.3 მილიონით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში 4.3 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფოები დაწესებული რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობენ. დღეიდან, კარანტინი გერმანიაში გამკაცრდა, სკოლები და ბიზნეს ობიექტები დაიხურა. საყოველთაო კარანტინი კომენდანტის საათმა ჩაანაცვლა საფრანგეთში.

შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრდება დანიაშიც. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკულ-გერმანული ვაქცინის ავტორიზაციას, 21 დეკემბერს გეგმავს ევროპის წამლის სააგენტო, რის შემდეგაც ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყება.

დღის ამბები