19 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტესტი მან სიმპტომების გამო ჩაიტარა.

42 წლის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია, თუმცა საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საფრანგეთში 2 მლნ დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 59400-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები