დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია 24 დეკემბრიდან შეზღუდვების გამარტივებას ითხოვს. ივა ჭყონიას განცხადებით, არსებული რეგულაციების გახანგრძლივების შემთხვევაში მაღაზიები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
"არასწორი იქნება, რომ არ გაიხსნას. საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან კომპანიები. ტანსაცმლის მიმართულებით განსაკუთრებით ვინც ვაჭრობს, ვისაც საახალწლო პროდუქცია აქვს ჩამოტანილი, მათ თუ ამ პროდუქტის რეალიზება ვერ მოახდინეს, საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან. საკმაოდ კოლოსალური თანხები აქვთ, გარდა იმისა, რომ პროდუქტში აქვთ ფული ჩადებული, აგრეთვე მათ მომენტალურად მოუწიათ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა საბაჟოზე, რაც შედის ბიუჯეტში და რა თქმა უნდა ეს მათ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს," - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ხვალ გეგმავს.