19 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ჯო ბაიდენი ვაქცინის გაკეთებას კორონავირუსის წინააღმდეგ საჯაროდ გეგმავს

ნოემბრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც ათასობით აქციის მონაწილემ შეზღუდვები მაინც გააპროტესტა. კორონავირუსი დაუდასტურდა საფრანგეთის პრეზიდენტს. ემანუელ მაკრონი თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

საშობაოდ კარანტინს აცხადებს დანია, ქვეყანაში დაიხურება ბიზნეს ობიექტების ძირითადი ნაწილი. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება. ბოლო 24 საათში ინფიცირების ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელმა 7 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადავიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მომავალ კვირას ვაქცინაციას საჯაროდ გეგმავს შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ლიდერი იქნება, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს.

დღის ამბები