19 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
შემსუბუქდება, თუ არა რეგულაციები 24 დეკემბრიდან - საცალო ვაჭრობის სფერო მზად არის მთავრობის ყველა მოთხოვნა და რეგულაცია დაიცვას

შემსუბუქდება, თუ არა რეგულაციები 24 დეკემბერს - საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

შეხვედრა ეკონომიკის მინისტრსა და ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დღეს არის დაგეგმილი. მთავრობა ითხოვს გარანტიებს, რომ სავაჭრო ობიექტებთან არ იქნება მომხმარებელთა რიგები და კოვიდუსაფრთხოების კუთხით უკონტროლო სიტუაცია.

"რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორის, რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, მზად არიან მთავრობის ყველა მოთხოვნა და რეგულაცია დაიცვან.

"ჩვენ ველოდებით, რომ შეპირებისამებრ, 24-ში უნდა გავიხსნათ. აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფლებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც რეგულაციების თვალსაზრისით იყო განსაზღვრული ჩვენს სფეროში. გვაინტერესებს, კიდევ, თუ არის რამე დამატებით, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. დაშვებულ რაოდენობაზე მეტს არ შემოვუშვებთ მაღაზიაში. რეგულაციებით განსაზღვრულია, კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს. ყველას მოვუწოდებ, დილით ადრევე წამოვიდნენ, რომ არ მოხდეს მათი რიგებში დაყოვნება,"- განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა. 

დღის ამბები