24 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
აშშ-ში დიდთოვლობასა და ქარბუქს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობასა და ქარბუქს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პენსილვანიის, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და ვირჯინიის შტატების ზოგიერთ ქალაქში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.

უამინდობის გამო იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათობით ათასი აბონენტი. ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატის 18 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დიდთოვლობის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.

დღის ამბები