25 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
ესპანელმა სამართალდამცველებმა რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 23 ადამიანი დააკავეს

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ესპანელმა სამართალდამცველებმა რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 23 ადამიანი დააკავეს. ჩხრეკა 18 მისამართზე ჩატარდა.ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 300 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ძვირფასეულობა. ასევე აღმოჩენილია კრიპტოვალუტა. დაყადაღდა ანგარიშები.

კრიმინალური ჯგუფები ესპანეთის ტერიტორიას ფულის გათეთრებისთვის იყენებდნენ. ესპანეთში ჩატარებული ოპერაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა.

დღის ამბები