ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მან სავაჭრო ობიექტებისა და შოპინგ-მოლებისხელმძღავნელობისგან მოისმინა თუ რამდენად მზად არიან ისინი, 24 დეკემბერს სავაჭრო ობიექტების გახსნის შემთხვევაში, დაიცვან ყველა საჭირო რეკომენდაცია და არ დაუშვან ობიექტების გადატვირთვა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვესმინა თვითონ სავაჭრო ობიექტებისგან, თუ შოპინგ-მოლებისგან, რამდენად მზად არიან ისინი იმ შემთხვევაში, თუ კი 24-ში გაიხსნებიან, რომ არ დაუშვან ზედმეტი გადატვირთვა ობიექტების, არ დაუშვან ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, არ დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც ჩვენ, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით.
ეს ამოცანა შესრულებულია. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს იმისა, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24-ში იხსნება მაღაზიები," - განაცხადა ნათია თურნავამ.