25 მაისი 2022,   10:30
ვრცლად
ჯო ბაიდენის კაბინეტი - მიწების ზედამხედველობის უწყების ხელმძღვანელად შესაძლოა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი დაინიშნოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატისა და ენერგეტიკის ჯგუფის ახალი წევრები წარადგინა. ჯო ბაიდენმა კლიმატის საკითხებში მრჩევლად გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯინა მაკართი დაასახელა, ხოლო ენერგეტიკის მდივნის პოზიციაზე მიჩიგანის ყოფილი გუბერნატორი ჯენიფერ გრანჰოლმი წარადგინა.

მომავალი პრეზიდენტის ისტორიული არჩევანი -ასე აფასებენ ამერიკისმ შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ნიუ მექსიკოს შტატიდან დემოკრატი წარმომადგენელი, დებ ჰაალანდი  ქვეყნის სახელმწიფო მიწების ზედამხედველობის უწყების ხელმძღვანელად დაასახელა. თუ ჰაალანდი  თანამდებობაზე დაამტკიცეს, ის იქნება ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება და ეროვნულ კაბინეტში მოხვდება.

ეს კანდიდატურები ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ბაიდენი მათი დასახელებით ასრულებს პირობას, რომ კაბინეტში საზოგადოების სხვადასხვა შრის წარმომადგენლებს შეიყვანდა.

დღის ამბები