19 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
რუსეთი აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებისა და კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებში არ მონაწილეობს - დიმიტრი პესკოვი

რუსეთი აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებისა და კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებში არ მონაწილეობს - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის მარტში კომპანია "სოლარვაინდ"-ის კუთვნილი კომპიუტერული პროგრამა "ორიონი" გატეხეს.

ჰაკერებმა "ორიონის" განახლებულ ვერსიაში ვირუსის შეყვანა შეძლეს, რომელიც შემდეგ "სოლარვაინდ"-ის ათასობით მომხმარებელმა, მათ შორის აშშ-ის წამყვანმა სამთავრობო ინსტიტუტებმა და 400-ზე მეტმა მსხვილმა ამერიკული კომპანიამ ატვირთეს და გამოიყენეს.

დღის ამბები