20 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
"ეს ერთი კვირა ჩვენი სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია " - მსხვილი სავაჭრო ცენტრები ხელისუფლებას დაპირების შესრულებას მოუწოდებენ

მსხვილი სავაჭრო ცენტრები მზად არიან, 24 დეკემბრიდან უსაფრთხოების სრული დაცვით მოემსახურონ მომხმარებელს - აცხადებენ სავაჭრო ობიექტების მფლობელები. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები და მისცენ მათ თუნდაც ერთი კვირით მუშაობის საშუალება.

მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ისინი დასაქმებულთათვის ხელფასების დარიგებასაც ვეღარ შეძლებენ.

"არ ვართ მზად იმისთვის, რომ საერთოდ ჩავიკეტოთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ჯაჭვურ პრობლემას გამოიწვევს. იმის გარდა, რომ ჩვენს მსგავს კომპანიებს დეკემბერში გათვლა ჰქონდათ, რომ ამ ერთ კვირაში ხელფასებს გასცემდნენ.  ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება რისკის წინაშე, რომ საახალწლოდ ხელფასი ვერ მიიღოს, ასევე უფრო გრძელვადიანი მდგრადობის პრობლემა ჩნდება, იმიტომ, რომ იანვარი-თებერვალი, რომელიც ისედაც ძალიან სუსტია, ამ დეკემბრის ერთი კვირის გარეშე, ამ პერიოდის გადატანა ბევრ კომპანიას გაუჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ერთი კვირა ჩვენი სექტორისთვის,“ - აცხადებს Retail Group Georgia-ს დირექტორი რეზო მაღალაშვილი.

 



 

დღის ამბები