20 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
საფრანგეთში თავდამსხმელმა 3 პოლიციელი მოკლა - სამართალდამცავები ოჯახური ძალადობისგან ქალის დახსნას ცდილობდნენ

ცენტრალურ საფრანგეთში, პუი დე დომის დეპარტამენტში მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში, 48 წლის მამაკაცმა 3 პოლიციელი მოკლა და ერთი დაჭრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცავები ოჯახური ძალადობისგან ქალის დახსნას ცდილობდნენ, რომელიც სახურავზე აფარებდა თავს. პოლიციელებს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი სახლს უახლოვდებოდნენ.

დამნაშავე ჯერ დაკავებული არაა, ადგილზე იმყოფება ნაციონალური ჟანდარმერიის სპეცრაზმი.

დღის ამბები