19 აპრილი 2024,   03:40
ვრცლად
" ნიკოლ მოღალატე!", "ნიკოლ გადადექი" - ერევანში პრემიერის კორტეჟი აქციის მონაწილეებმა საპროტესტო შეძახილებით გააცილეს  

ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა "რესპუბლიკის მოედანზე" მჯდომარე გაფიცვა გრძელდება და კარვებიც ადგილზე რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღეს სომხეთის მთავრობის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უძღვებოდა, საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.

"რესპუბლიკის მოედანზე" შეკრებილმა მომიტინგეებმა მთავრობის შენობის შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს. თუმცა, მოგვიანებით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა გზის გათავისუფლება შეძლეს და მთავრობის წევრებმა ტერიტორია დატოვეს.

მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის კორტეჟი აქციის მონაწილეებმა საპროტესტო შეძახილებით -" ნიკოლ მოღალატე!", "ნიკოლ გადადექი", გააცილეს.

დღის ამბები