20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
უკრაინამ მარიხუანას ლეგალიზაციის კანონი შესაძლოა ახალ წლამდე მიიღოს

უკრაინამ მარიხუანას ლეგალიზაციის კანონი შესაძლოა ახალ წლამდე მიიღოს. კანონპროექტი პრეზიდენტის პარტიას ეკუთვნის.

დეპუტატ დავით არახამიას განცხადებით, მარიხუანას მოხმარება შესაძლებელი იქნება სამედიცინო დანიშნულებით. ხალხის პარტია კანონპროექტის მიღებაში საფრთხეს ვერ ხედავს და მთავარ არგუმენტად დასავლელი მეცნიერების კვლევები მოჰყავს.

პარტიას ახალი კანონის მიღება უმაღლესი რადას დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებითაც შეუძლია. სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზაციის საკითხს უკრაინელებმა 25 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარებული გამოკითხვის დროს დაუჭირეს მხარი. იდეას მხარს უჭერდა საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეების 70%.

დღის ამბები