ბერლინში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სამი პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სროლაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, დაპირისპირება ოჯახებს შორის მოხდა, მაგრამ ჯერ ინციდენტთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.