ევროპის 8 ქვეყანაში კორონავირუსის ახალი სახეობა გამოვლინდა, ვირუსი წინა შტამისგან. სწრაფი გავრცელების უნარით განსხვავდება.
კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოები ბრიტანეთთან ერთად საზღვრის ჩაკეტვას ან შეზღუდვების დაწესებას აგრძელებენ. ირლანდიამ ქვეყნის მასშტაბით რისკის მეხუთე, ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა.
მკაცრდება ზომები თურქეთსა და აზერბაიჯანშიც. რაც შეეხება ევროპის სახელმწიფოებს, მათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზები მიიღეს, მასობრივი ვაქცინაცია კი ხვალიდან დაიწყება.