24 აპრილი 2024,   16:49
ვრცლად
ტრამპმა 2 ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა 2 ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტში შესწორებების შეტანის გარეშე ხელმოწერაზე უარს აცხადებდა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარების 600 დოლარიდან 2 ათას დოლარამდე გაზრდას ითხოვდა. თუმცა ტრამპს კანონპროექტზე ხელმოწერა შესწორებების გარეშე მოუწია.

ფინანსური პაკეტის ორშაბათამდე ვერ დამტკიცების შემთხვევაში ფედერალურ მთავრობას ნაწილობრივი "შათდაუნი", 14 მილიონამდე ამერიკელს კი დახმარების გარეშე დარჩენა ემუქრებოდა.

დღის ამბები