19 მაისი 2022,   05:56
ვრცლად
აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

საბიუჯეტო კანონში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.

აშშ-ის საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

კერძოდ, აშშ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა.

დღის ამბები