20 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
რამდენით გაიზრდება კომუნალური გადასახადები - სემეკი დღეს ახალ ტარიფებს დაადგენს, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება

რამდენით გაიზრდება კომუნალური გადასახადები - სემეკი დღეს ტარიფის მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით "თელასის", "ენერგო-პრო" ჯორჯიას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და "რუსთავის წყლის" განცხადებებს განიხილავს. საჯარო სხდომაზე დასწრება საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ.

ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა რომ გარდაუვალია, ამის შესახებ სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე "ენერგო-პრო ჯორჯიამ" განაცხადა და მიზეზად მწვავე ფინანსური კრიზისი დასახელდა. ანალოგიურ მდგომარეობაშია "თელასიც".

"ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა ხდება როგორც თბილისისთვის, ასევე რეგიონისთვის. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, დგინდება თბილისის, მცხეთის და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტით დადგენილი წესი წარმოადგენს მათ დაანგარიშებებს და მათ ვარიანტს, კომისია იმსჯელებს წარმოდგენილ ციფრებზე, ასევე მოუსმენს კომპანიების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, შენიშვნებს და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე დაადგენს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს.

მოქმედ ტარიფებს, რომელიც არის 3 წლიანი ვადით დადგენილი, ვადა ეწურება 31 დეკემბერს, ახალი ტარიფი 1-ლი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში," - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

 

დღის ამბები