19 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
სასამართლო ონის ჰესების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას იწყებს - პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის

სასამართლო დღეს ონის ჰესების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას იწყებს.

ჰესების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მასშტაბური მშენებლობა რეგიონში კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, რასაც საქმეში ჩართული კომპანია არ იზიარებს.

პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგანტური ჰესების მშენებლობას მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები გააპროტესტებენ.

"გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და გავმართოთ ჩვენი ერთ-ერთი მორიგი შეკრება, სადაც ვისაუბრებთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. სანამ არ იქნება დისკუსიები გამართული სპეციალისტების ჩართულობით და ამას არ გაეცემა დამაჯერებელი პასუხი, მანამდე მათ არ მიეცემათ სამუშაოების განახლების უფლება," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

"ონის ჰესების კასკადის პროექტი" ორ ჰესს მოიცავს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 330 მილიონი დოლარია.

დღის ამბები