16 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს და დაბრკოლებებს აწყდება.

მან ტრამპის ადმინისტრაციის ამ ქმედებას უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მის გუნდს აშშ-ის ძალების პოზიციების შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უწყებებმა, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოებაში გადამწყვეტი როლი აკისრიათ, "უდიდესი ზიანი" განიცადეს. 14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენი 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა. კოლეგიის მიერ დამოწმებული შედეგები ოფიციალურად 6 იანვარს გამოცხადდება, 20 იანვარს კი, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს.

დღის ამბები