19 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
საქართველოში დენის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა - გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება

სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი, დაახლოებით, 11 თეთრით მოიმატებს.

დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დღის ამბები