20 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
ალექსეი ნავალნი ვალდებულია დღესვე სასწრაფოდ გამოცხადდეს მოსკოვში - რუსეთის პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერს პატიმრობით ემუქრება

ალექსეი ნავალნის რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა ულტიმატუმი წაუყენა - რუსი ოპოზიციონერი ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს გერმანიიდან და დღის მანძილზე მოსკოვში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ნავალნი გერმანიაში ყოფნით არღვევს მის მიმართ 2014 წელს მისჯილ პირობითი სასჯელის პირობებს და თავს არიდებს სამართალდამცავების ზედამხედველობას.

მათივე განცხადებით, ალექსეი ნავალნი სრულად გამოჯანმრთელდა და მისი გერმანიაში დარჩენის საჭიროება აღარ არსებობს. შესაბამისად, მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას და თავს არიდებს კრიმინალური ინსპექციის მიერ ზედამხედველობის ჩატარებას. 

დღის ამბები