21 მაისი 2022,   16:20
ვრცლად
ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ზაგრების მახლობლად ქალაქ პეტრინიაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაინგრა შენობები და შეწყდა ტელეკომუნიკაცია.

სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის გაზრდას ვარაუდობს.

მიწისძვრა იგრძნობოდა სერბეთში, ბოსნია ჰერცეგოვინასა და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

დღის ამბები