18 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით - ნათია თურნავა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელი შეაფასა. ეკონომიკის მინისტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯებზე ისაუბრა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით.

მიუხედავად პანდემიის, ეს წელი იყო საკმაოდ წარმატებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკისთვის, რომ გაჯანსაღდეს.

130 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხერხდა პრივატიზაციიდან, მაშინ როდესაც წინა წელს მხოლოდ 119 მილიონი იყო," - განაცხადა თურნავამ.

დღის ამბები