20 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
ახალი წელი ლოკდაუნის რეჟიმში - მსოფლიოში დღესასწაული გამკაცრებული რეგულაციების ფონზე აღნიშნეს

თითქმის 85 მილიონი ინფიცირებული და მილიონ 800 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემი.

ინფექციის შემთხვევის ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობენ. საბერძნეთში ეკლესიებიც კი დაკეტეს. ჩვენს მეზობელ, თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. "ბრიტანული" ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, რის გამოც გაერთიანებული სამეფოდან ქვეყანაში შესვლა დროებით შეწყდა.

დიდ ბრიტანეთში კოვიდცენტრები, რომლებიც პანდემიის დაწყებისას აშენდა, ხელმეორედ გახსნეს. ლონდონში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, დაწყებითი სკოლები დაიხურა.

დღის ამბები