25 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
აშშ-ში სენატორების ჯგუფი რამდენიმე შტატში სპეციალური კომისიის მიერ არჩევნების კანონიერების შესწავლას მოითხოვს

ამერიკელი სენატორების ჯგუფი რამდენიმე შტატში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. ისინი არჩევნების შედეგების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ. დოკუმენტს 11 სენატორი აწერს ხელს. მათი განცხადებით ისინი არ აპირებენ 6 იანვარს კონგრესში კენჭისყრაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ სერტიფიცირებული შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებას მანამ, სანამ სპეციალური კომისია არ შეიქმნება და არჩევნებზე დაფიქსირებულ თითოეულ დარღვევას არ გამოიძიებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, რის გამოც სენატორები ბაიდენის გამარჯვებას ხელს ვერ შეუშლიან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ჯერ კიდევ არ აღიარებს.

დღის ამბები