25 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
მონტენეგროს პრეზიდენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ სადავო საკანონმდებლო ცვლილებას ვეტო დაადო

მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა ვეტო დაადო რელიგიის თავისუფლების შესახებ სადავო საკანონმდებლო ცვლილებას და დოკუმენტი უკან დაუბრუნა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

მანამდე, მონტენეგროს პარლამენტმა, 29 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე, მხარი დაუჭირა ცვლილებებს რელიგიის თავისუფლების შესახებ წინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში, რომელსაც სასტიკად უპირისპირდებოდნენ ეთნიკური სერბები და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

თუ საკანონმდებლო ორგანო დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, ჯუკანოვიჩი იძულებული იქნება, ხელი მოაწეროს კანონს.

2019 წლის დეკემბერში მონტენეგროს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, რელიგიურმა თემებმა უნდა დაადასტურონ თავიანთ ქონებაზე უფლება 1918 წლამდე, როცა უპირატესად მართლმადიდებლური რეგიონი, მონტენეგრო, შეუერთეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენიის სამეფოს.

დღის ამბები