20 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
თუ არ მოგწონთ პრეზიდენტი, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მას ქვეყანაში სიმშვიდე სურს, ხოლო პრეზიდენტის ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შესაძლებელი. 

"მსურს, ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდეს, თუ არ მოგწონთ პრეზიდენტი, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია," - განაცხადა მან. 

საუბრის დროს ლუკაშენკომ განმარტა, თუ რატომ გამოაცხადა 2021 წელი ეროვნული ერთიანობის წლად. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ერთგვარი დემონსტრირება იყო იმის, რომ იგი ქვეყნისა და პირველ რიგში - საკუთარი თავის მტერი არაა.


დღის ამბები