25 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატს პირველი შავკანიანი სენატორი ეყოლება

წინასწარი მონაცემებით, ჯორჯიის შტატს პირველი შავკანიანი სენატორი ეყოლება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაფაელ უორნოქი 15 წელია პასტორია და იმავე ეკლესიაში ქადაგებდა, სადაც მარტი ლუთერ კინგი მოღვაწეობდა.

როგორც წინასწარი შედეგები ცხადყოფს, მან მოქმედი სენატორი, რესპუბლიკელი კელი ლეფლერი დაამარცხა. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ, უორნოქს 50,6% აქვს მოპოვებული, ხოლო ლეფლერს — 49,4%.

ჯორჯიის შტატი ორ სენატორს ირჩევს. 3 ნოემბრის არჩევნებზე ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო, 50 პროცენტზე მეტი ვერ მოიპოვა და სწორედ ამიტომ, განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნა.

დღის ამბები