18 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
ესპანეთში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალი გარდაიცვალა, 18 პირი კი დაშავდა. ცეცხლი მოხუცთა თავშესაფარს გაუჩნდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან ყველა მაცხოვრებელის ევაკუაცია განხორციელდა. მათ სხვა მოხუცთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები