25 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
რადიკალი მუსლიმი ღვთისმსახური აბუ ბაქარ ბაშირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ინდონეზიაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს რადიკალი მუსლიმი ღვთისმსახური აბუ ბაქარ ბაშირი, რომელიც 2002 წელს ბალიზე მომხდარი ტერაქტების ორგანიზებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

82 წლის აბუ ბაქარ ბაშირს ჯაკარტის სამხრეთით მდებარე საპატიმროსთან ოჯახის წევრები დახვდნენ და ის ცენტრალურ იავაში მდებარე სახლში წაიყვანეს.

აბუ ბაქარ ბაშირი ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტური ქსელის "ჯემაა ისლამიას“ სულიერი ლიდერია.

მას 2011 წელს აჩეჰის პროვინციაში ისლამისტი მებრძოლების საწვრთნელ ბანაკთან კავშირისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმის მიუხედავად, რომ ინდონეზიის პოლიცია და დასავლური სადაზვერვო სამსახურები აცხადებდნენ, რომ ბაშირს კავშირი აქვს 2002 წლის ბალის ტერაქტებთან, ასევე 2003 წელს ჯაკარტაში სასტუმრო "მერიოტზე“ თავდასხმასთან, მისთვის აღნიშნული საქმეების გამოძიების ფარგლებში ბრალი არასდროს წაუყენებიათ.

დღის ამბები