25 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჩვილი დაიღუპა

ინდოეთში ხანძრის შედეგად 10 ჩვილი დაიღუპა. ცეცხლი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა. ხანძრის დროს ჩვილების განყოფილებაში 17 ახალშობილი იმყოფებოდა და მხოლოდ 7 მათგანის გადარჩენა მოხერხდა.

წინასწარი გამოძიების შედეგად, უბედური შემთხვევა მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

დღის ამბები