24 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
საქართველომ 13 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი მიიღო

საქართველომ 13 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი მიიღო - საკვები პროდუქტით დატვირთული გემი ფოთის პორტში შევიდა.

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში მიღებული ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად, გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი სოფლის მეურნეობის, მათ შორის, მეცხოველეობის განვითარების პროგრამაში ჩაიდება.

ხორბლის საქართველოში შემოტანის პროცესს ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.

დღის ამბები