18 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
სავაჭრო კომპანიებს თანამშრომელთა რეგულარული გატესტვა დაევალათ - 1 თებერვლიდან მოლების გახსნა დამატებითი სტანდარტების მიხედვით მოხდება

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე განიხილეს კიდევ ერთხელ ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარ საკითხად განიხილეს ის პირობები, რისი დაკმაყოფილებაც მოუწევთ სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ შეუფერხებლად განახლდეს მათი საქმიანობა 1-ლი თებერვლიდან. 

"დამატებითი სტანდარტები, რაც მოლების გახსნის შემდეგ უნდა მოხდეს, არის კომპანიის თანამშრომლების რეგულარული გატესტვა. სხვა შეზღუდვები კი კვლავ ძალაში რჩება," - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები