25 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
საზოგადოება ვერ აღიქვამს ადეკვატურად, რადგან პანდემიის ფონზე ქვეყანაში რთული ვითარებაა - ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ანალიტიკოსების ნაწილი უარყოფითად მიიჩნევს და თვლის, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი საზოგადოებამ შესაძლოა არაადეკვატურად აღიქვას.

"საკვირველი ამაში არაფერი არ არის. მე პირადად ვთვლი, რომ ჯობდა ახლა არ წასულიყო, მაგრამ რადგან თვითონ გადაწყვიტა, მისი ნებაა. საზოგადოება ვერ აღიქვამს ამას ადეკვატურად იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში რთული ვითარებაა პანდემიის ფონზე, აქედან გამომდინარე სოციალური მდგომარეობა არის მძიმე," - განაცხადა ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტების მეორე ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის გადაწვეტილებას მიესალმება და თვლის, რომ პოლიტიკური გადახალისება მმართველ გუნდში დადებითის მომტანი უნდა იყოს.

"100%-ით ჩამოშორდა პოლიტიკურ პროცესებს და პარტიას. ჩემი აზრით წაახალისებს პოლიტიკურ ცხოვრებას. გაცილებით მომგებიანია გააქტიურება საზოგადოების და იმ რესურსის, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს და ახალი ძალები შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე და ამავე დროს მოქმედი პოლიტიკური პარტიების განახლება, გამსხვილება მოხდეს," - აცხადებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების სახკითხებში ამირან სალუქვაძე.

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მსგავსი ნაბიჯი უკვე ნანახი აქვს და საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება.

"ეს ის კინოა, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს. ეს იქნება იგივე ამბავი, რაც იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირველად იყო წასული და ჩამოცილებული თითქოს პოლიტიკურ საქმიანობას. იქ იქნება შიდა წინააღმდეგობები, საბოლოო ჯამში ყველაფერი იქნება კვლავ ივანიშვილის გადასაწყვეტი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის დიდა მომგებიანი სვლა, მაინც მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება," - განაცხადა პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა.  

დღის ამბები