28 იანვარი 2021,   17:06
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება - პარლამენტმა შესაბამის ინიციატივაზე მსჯელობა დაიწყო

თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

საკითხზე მუშაობა დაწყებულია, ვიდრე ტექნოლოგიების დანერგვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია იზრუნებს, პარლამენტმა საკანონმდებლო ბაზა უნდა მოამზადოს, შესაბამის ინიციატივაზე მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო მსჯელობა.

"როდესაც ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე, მისი იდენტიფიკაცია მოხდება მისი ბიომეტრიული მონაცემებით. ეს შეიძლება იყოს თითის ან თვალის ჭრილის ანაბეჭდი, რაც უტყუარი ბიომეტრიული დაზუსტებაა. შემდეგ ამომრჩეველი ტექნიკური საშუალებით აძლევს ხმას და ავტომატურად ხდება იმ ბალანსის დადგენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სალაპარაკო ხდებოდა ხოლმე ე.წ. ოქმების შევსების დროს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები