19 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მეორე ვადით იყრის კენჭს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს. გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ანტონიო გუტერეშის პირველი ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.

"იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი პირველი ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, მინდა შეგატყობინოთ, რომ მზად ვარ, მეორე ვადით ვიყარო კენჭი, თუ გაეროს წევრ სახელმწიფოებს ამის სურვილი ექნებათ," - ნათქვამია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში.

გაეროს გენერალურ მდივანს 5 წლიანი ვადით ირჩევენ. თანამდებობაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა აქამდე 10 წელზე მეტი აღნიშნული პოსტი არავის დაუკავებია.

დღის ამბები