ცესკოს ყოფილი თანამშრომლები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ეხმაურებიან. მათი განმარტებით, ბიულეტენების გადათვლა უკვე დაგვიანებულია, რადგან პირველადი საარჩევნო შედეგების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია თითქმის ორი თვეა, რაც ხელმიუწვდომელია და გახსნილია დალუქული ფუთებიც.
მათი მთავარი მოთხოვნა ცენტრალურ ადმინისტრაციასთან არის, რომ არ მოხდეს ამომრჩეველთა სიებისა და კენჭისყირს დღის ჩანაწერთა წიგნის განადგურება, რომელიც, მათივე მტკიცებით, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნებმა ამოიღეს.
"ჩვენი მოთხოვნა არის შესწავლილი იყოს, არჩევნების შედეგების განმსაზღვრელი პირველადი საარჩევნო დოკუმენტაცია. კონკრეტულად, ეს არის საარჩევნო სიების სამაგიდო ვერსია, კოვიდ უბნების სიების სამაგიდო ვერსია და გადასატანი ყუთის სიები," - აცხადებს ბრალდებული აკაკი კობალაძე.
აკაკი ხუსკივაძე კი აღნიშნავს რომ 18 ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნებმა ამოიღეს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და სიები.
"18 ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნებმა ამოიღეს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და სიები. ფუთები გახსნილია და მათი მთლიანობა დარღვეულია. რა ბიულეტენებზეა საუბარი, ეს კანონით განსაზღვრულია და ეს სუფთა წყლის ვაჭრობაა," - აღნიშნავს ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე.