25 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
ეკატერინბურგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

ეკატერინბურგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის მცირეწლოვანიცაა.

ჯერჯერობით, ხანძრის მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძრის გამო საჭირო გახდა კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია.

ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულის სადარბაზოში გაჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ბინებში ბლოკირებული აღმოჩნდნენ.


 

დღის ამბები