25 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
ნარკოტიკი პაბლო ესკობარის ფოტოებით - ჰონდურასში 25 კილო კოკაინი ამოიღეს

სამართალდამცველებმა ჰონდურასში 25 კილო კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება საზღვაო პოლიციამ გემზე ნახა. კოკაინის შეკვრები კოლუმბიელი ნარკობარონის - პაბლო ესკობარის პირადობის მოწმობის ფოტოებით იყო ბრენდირებული. ჰონდურასის პოლიციის ინფორმაციით, კონტრაბანდისტებმა ადგილიდან გაქცევა მოახერხეს.

ცენტრალური ამერიკა და მექსიკა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატების ბაზრებისთვის განკუთვნილი კოკაინის ძირითადი სატრანზიტო ადგილებია.

დღის ამბები