23 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპაში ვიზიტი ჩაიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ევროპაში ვიზიტი ჩაიშალა. "როიტერსის" წყაროს ინფორმაციით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს და მიზეზად ვაშინგტონში, ტრამპის მხარდაჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმა დასახელდა.

პომპეო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროკავშირის დიპლომატებს უნდა შეხვედროდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით ბრიუსელში ვიზიტის გაუქმება ხელისუფლების გადაბარების სამუშაოებს უკავშირდება.

დღის ამბები