25 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
"25-ე შესწორება ჩემთვის ნული რისკია, თუმცა დავბრუნდები რომ განვდევნო ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია" - დონალდ ტრამპი 

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ემუქრება. შეერთებული შტატების კონგრესი კენჭს უყრის იმ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც 45-ე პრეზიდენტი შესაძლოა იყოს პირველი, რომელსაც უფლებამოსილება იძულებით მეორედ შეუჩერონ.

ყველაფერი უკავშირდება კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც 5 მსხვერპლი ჰყავს. ტრამპის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ სწორედ დონალდ ტრამპი იყო პირი, ვინც მხარდამჭერებს ძალადობრივ ქმედებებში ხელი შეუწყო. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის კენჭისყრამდე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო იმ რეზოლუციის კენჭისყრა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ის დამტკიცებულია, თუმცა მაიკ პენსი უარზეა.

დონალდ ტრამპმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ უკვე დააფიქსირა. ის ამბობს, რომ 25-ე შესწორება მისთვის ნული რისკია.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი სოციალური ქსელების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. კერძოდ  twitter-მა სამუდამოდ, facebook-მა და youtube-მა კი მას დროებით მასალებზე წვდომა შეუჩერა. დონალდ ტრამპი ამას სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს.

"თავისუფალი სიტყვა თავდასხმის ქვეშაა როგორც არასდროს. 25-ე შესწორება ჩემთვის ნული რისკია, თუმცა დავბრუნდები რომ განვდევნო ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია. იმპიჩმენტი ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდიანებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება. ეს თავის მხრივ ზრდის ადამიანებს შორის დაყოფას, ტკივილსა და ბრაზს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საშიშია განსაკუთრებით ასეთ დროს. მილიონობით ადამიანმა ნახა ის, რაც მოხდა ოთხშაბათს. მე და ჩემი ადმინისტრაცია პატივს ვცემთ ამერიკის ისტორიასა და ტრადიციებს, გვჯერა კანონის უზენაესობის და არა ძალადობის და თავდასხმის. პანდემიის გამორთული პერიოდი გავიარეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ. ახლა დროა ჩვენი ერის გამოჯანმრთელების, მშვიდობის და სიმშვიდის დროა,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები