16 იანვარი 2021,   21:56
ვრცლად
პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ინაუგურაცია ერთად - კონგრესი ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის ემზადება

კაპიტოლიუმი კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენას წერს, დღეს დონალდ ტრამპი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვის წინააღმდეგაც იმპიჩმენტი უკვე მეორედ წამოიწყეს, თუმცა ჯერ მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაში.

კონგრესი იმპიჩმენტის საკითხის წამოწყებით პრაქტიკულად "გეგმა B-ზე" გადავიდა, რადგან ვიცე პრეზიდენტმა დემოკრატებთან მოკავშირეობა არ ისურვა - უარი თქვა 25-ე შესწორება გამოეყენებინა,რომლის რეზოლუციაც კონგრესმა გუშინდელ სხდომაზე სიმბოლურად დაამტკიცა. ახლა კონგრესის გამოწვევა ისაა, რომ ტრამპის გადაყენების მოთხოვნა სენატში გავიდეს და წარმატებით დასრულდეს.

ჯო ბაიდენი ნელ-ნელა კაბინეტს კრავს და ინაუგურაციისთვის ემზადება, რომელიც ზუსტად 8 დღეშია ჩანიშნული. ამ დღეს ქვეყნის ისტორიაში პირველად გააკონტროლებს ეროვნული გვარდია, რომელსაც გადაწყვეტილია, რომ იარაღიც დაურიგდება. დედაქალაქში სულ მცირე 15 ათასი გვარდიელი იმოძრავებს.

დღის ამბები