23 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. 500-მდე მოქალაქე პოლიციის შენობასთან სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებდა.

მომიტინგეების ნაწილმა დააზიანა ავტომობილები და ქვები დაუშინა პოლიციის შენობას.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. არიან დაკავებულებიც. საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც პოლიციის მიერ რეგულაციების დარღვევის გამო დაკავებული, წარმოშობით აფრიკელი, პირი დაკავებიდან ერთ საათში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები