24 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
"დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ქვეყნის გაერთიანებას არ ემსახურება" - რესპუბლიკელი ჯიმ ჯორდანი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეზოლუციას ხმა 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ მისცა.

იმპიჩმენტს მხარი პალატის ყველა დემოკრატმა და 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი აღნიშნავს, რომ დემოკრატებს პრეზიდენტის მოშორება სურთ, მისი თქმით, ისინი ამ სურვილით "შეპყრობილები არიან".
 
"დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს აპირებენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ პრეზიდენტის მოშორება სურთ. ისინი ამით შეპყრობილები არიან. იმ პრეზიდენტის მოშორება სურთ, რომელმაც შეამცირა გადასახადები, შეარბილა რეგულაციები. ებრძოლა კოვიდ-19-ს, რომელმაც საუკეთესო ეკონომიკა შექმნა და რეკორდულად შეამცირა უმუშევრობა, გამოგვიყვანა ირანთან შეთანხმებიდან, გახსნა საელჩო იერუსალიმში, დააბრუნა მძევლები ჩრდილოეთ კორეიდან, უზენაეს სასამართლოში სამი საუკეთესო მოსამართლე დანიშნა. ხელი შეუწყო ვაქცინის შექმნას და ააშენა კედელი მექსიკის საზღვარზე. დემოკრატების მთავარი მიზანი ყოველთვის იყო პრეზიდენტის მოშორება და ამას ნებისმიერი საშუალებით ცდილობდნენ.დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ქვეყნის გაერთიანებას არ ემსახურება," - აღნიშნა ჯიმ ჯორდანმა.
 

დღის ამბები