19 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
სასურსათო კომპანიების ნაწილი სახელმწიფო დახმარებას საკუთარი სახელფასო ფონდის დაზოგვისთვის იყენებს - პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სასურსათო კომპანიების ნაწილი სახელმწიფო დახმარებას საკუთარი სახელფასო ფონდის დაზოგვისთვის იყენებს.

პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, კომპანიები დასაქმებულებს ფორმალურად აწერინებენ სამსახურიდან განთავისუფლების განცხადებას და მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ, დამსაქმებლები სახელმწიფოსგან კომპენსაციების ჩარიცხვას მაინც ითხოვენ.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები