გაზპრომის გაზასდენის - "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მილების გაყვანა და ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. წყალგამყვანი გემი "ფორტუნა" დანიის ტერიტორიულ წყლებში მუშაობას მაისის ბოლო კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც იგი გერმანიაში გაზსადენის დარჩენილი მონაკვეთის დასასრულებლად გაემართება. სამუშაო პროცესი ივნისამდე გაგრძელდება.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ ხელი ამერიკულმა სანქციებმა შეუშალა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანიამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პირველ იანვარს შეერთებული შტატების კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ, აქედან გამომდინარე, პროექტის ბედი კვლავაც ბუნდოვანია.