19 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა - ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ იავაზე, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა.

კრატერიდან ამოსული ფერფლისა და კვამლის სვეტმა თითქმის 6 კილომეტრს მიაღწია. მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.

სტიქიის ზონაში შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

დღის ამბები